მათემატიკა ერთერთი უძველესი მეცნიერებაა. მან პირველი აღმავლობა
ძველ საბერძნეთსა და ელინისტურ სამყაროში განიცადა.
მათემატიკა - მეცნიერებაა, რომელიც ეფუძნება აბსტრაგირებას, დედუქციურ
მსჯელობას და სიმბოლურ ლოგიკას.
ზოგჯერ მათემატიკას აღწერენ როგორც მეცნიერებას რიცხვების,
გეომეტრიული ფიგურების და გარდაქმნების შესახებ. უფრო ფორმალური თვალთახედვით მათემატიკა
სწავლობს აქსიომატურად განმარტებულ აბსტრაქტულ მათემატიკურ სტრუქტურებს.
ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა, μάθημα (máthema) „მეცნიერებას,
ცოდნას, სწავლას“ ნიშნავს, ხოლო μαθηματικός (mathematikós) – „სწავლის მოყვარულს“.
შესწავლის საგნისა და მეთოდების მიხედვით საბაზისო მათემატიკა შეიძლება
დაიყოს სამ ნაწილად: ალგებრა, ანალიზი, გეომეტრია.
ალგებრა (არაბ.: الجبر,
al-jabr) — მათემატიკის ერთ-ერთი დარგი, რომელიც სწავლობს სიდიდეებზე მოქმედებათა
ზოგად კანონებს ამ სიდიდეების რიცხობრივი მნიშვნელობისაგან დამოუკიდებლად. ელემენტარული
ალგებრა ხშირად საშუალო სკოლაში ისწავლება და იძლევა ალგებრაზე ზედაპირულ წარმოდგენას:
რა ხდება როდესაც რიცხვები ერთმანეთს ემატება ან მრავლდება, როგორ ვიპოვოთ პოლინომიალები
და მათი ფესვები.
ალგებრა გაცილებით ვრცელია ვიდრე ელემენტალური ალგებრა. ერთმნიშვნელოვნად
რიცხვებზე მუშაობის ნაცვლად, შესაძლებელია მათი ჩანაცვლება სიმბოლოებითა და კრებითი
ელემენტებით. გეომეტრიასა და ანალიზთან ერთად ალგებრა მათემატიკის სამი ძირითადი შტოდან
ერთ-ერთია.
სიტყვა ალგებრა წარმოიშვა
ხორეზმელი მათემატიკოსის და ასტრონომის მუჰამედ
ბენ მურა ალ–ხორეზმის (787—850) ტრაქტატის — "კიტაბ ალ–ჯაბრ ვალ მუკაბალას" გამოჩენის შემდეგ. ამ წიგნის
სათაურიდან აღებულია ალ–ჯაბრ ტერმინი რომელიც შემდგომში იხმარება როგორც "ალგებრა"
ალგებრული ნიშნები
XVI ს–მდე ალგებრას სიტყვიერად გადმოსცემდნენ. ასოითი აღნიშვნები
და მათემატიკური ნიშნები თანდათან შემოიღეს.
+ და - ნიშნებს პირველად XVI–ში ვხვდებით.
გერმანელ ალგებრაისტთა შრომებში, ცოტა მოგვიანებით, შემოდის გამრავლების x ნიშანი.
გაყოფის ნიშანი (:) მხოლოდ
XVII ს–ში იყო შემოღებული. XVI ს–ში ფრანგმა მეცნიერმა ფრანსუა
ვიეტმა და მისმა თანამედროვეებმა დაიწყეს ასოების გამოყენება არა მარტო უცნობებისთვის,
არამედ ნებისმიეპი რიცხვისთვისაც. ალგებრისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო XX საუკუნე,
როდესაც შეიქმნა აბსტრაქტრული ალგებრა. თანამედროვე მათემატიკაში ალგებრის დომინატურ
როლზე მიუთითებს ისეთი დარგების არსებობა როგორებიცაა ალგებრული გეომეტრია, ალგებრული
ტოპოლოგია, ალგებრულ რიცხვთა თეორია.
გეომეტრია (ბერძნ. γη
„მიწა“, μετρηω „ვზომავ“) — მათემატიკის დარგი, რომელიც სივრცობრივ გამზომილებებსა
და მათ განზოგადოებებს შეისწავლის.
მათემატიკა ერთერთი უძველესი მეცნიერებაა. მან პირველი აღმავლობა ძველ საბერძნეთსა და ელინისტურ სამყაროში განიცადა.
XVI ს–მდე ალგებრას სიტყვიერად გადმოსცემდნენ. ასოითი აღნიშვნები და მათემატიკური ნიშნები თანდათან შემოიღეს.
XVII ს–ში იყო შემოღებული. XVI ს–ში ფრანგმა მეცნიერმა ფრანსუა ვიეტმა და მისმა თანამედროვეებმა დაიწყეს ასოების გამოყენება არა მარტო უცნობებისთვის, არამედ ნებისმიეპი რიცხვისთვისაც. ალგებრისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო XX საუკუნე, როდესაც შეიქმნა აბსტრაქტრული ალგებრა. თანამედროვე მათემატიკაში ალგებრის დომინატურ როლზე მიუთითებს ისეთი დარგების არსებობა როგორებიცაა ალგებრული გეომეტრია, ალგებრული ტოპოლოგია, ალგებრულ რიცხვთა თეორია.